პროზა

ილია ჭანტურია 🔘Кто ваша мама, ребята?

Кто ваша мама, ребята?

ვისაც ჯერ არ უგრძნია გზა, ვისზეც ჯერ არ უთქვამთ, გზამ ჩაყლაპაო ან ვისაც წინაპრის სისხლი შიგნიდან წვავს და მისი და თავისი წინაპრების გზები ერთმანეთს ებმება, იყიალოს მთელი ცხოვრება უგზოდ, იაროს დაუსაბამოდ და ვერასდროს მიაღწიოს წერტილამდე, რომელსაც უწოდებენ ბოლოს, რომელიც, ყველამ კარგად იცის, ბოლო ვერასდროს ვერ იქნება, რადგან რასაც დაითქვამ ბოლოდ, რაზეც ყოველი სულიერი დასასრულად ჩაითქვამს, ის დასასრული ახალ გზას გამოისხამს და უმალ გაიწელება უკუნისამდე.

რადგანაც ვიწყებ საუბარს, მომაპყარით ყურნი, რადგან უნდა გიამბოთ ამბავი აფოცისა, ახალგაზრდა ყმაწვილისა, რომელსაც, ცხადია, ვერ ეთქმის ნეტარ და რომელიც ერთ დღეს მთელს თავის ცხოვრებას გაიაზრებს, მაგრამ ეს წამი იქნება სიკვდილის მხოლოდ, ასეც თქმულა, რომ კაცნი ვართ და ჰუმანოიდნი, შვილები ნეანდერტალელისა და ჩვენი სიკვდილის წამი რეტროსპექტივაა ჩვენი ცხოვრების. ამ ამბავს არ ექნება ბოლო და თუკი ამბის კითხვას დაასრულებთ ნუღარ იფიქრებთ, „აქ მოვრჩი“, რადგან ჯერ ქვეყნად არ უარსებია დასასრულს, და თუკი ვინმე გეტყვით რომ ესე არს ბოლო ყველაფრის, ნუღარ ირწმუნებთ, თქვენს ხმას მიენდეთ, ღამით გაშიშვლდით და კორპუსებს შორის გაბმულ სიჩუმეზე ჩამოკიდებულებმა ერთი შენობიდან მეორეს ეცით, რამეთუ ყოველი უაზრობა საბოლოოდ აზრს გამოისხამს და ვინძლო, თქვენმა ბორიალმა აზრი შობოს ბნელ ღამით, ვარსკვლავის ჩამოვარდნისას, რომელიც, თუკი კოსმოსსა და ვარსკვლავთმრიცხველობაში გაწაფულ ხალხს მივენდობით, საერთოდაც არ არის ვარსკვლავი და უბრალოდ მეტეორი ან კომეტაა და ან უცხო პლანეტის შვილი, ან ჩვენი პლანეტის შვილი, რომელიც გაწირა სამყარომ სამუდამო შეუჩერებელი მოძრაობისთვის, მაგრამ ის იწვის ახლა, რადგან დედამიწის ატმოსფერო გადმოკვეთა მისმა სხეულმა და იქნებ ჯერ კიდეც სული უდგას.

რთულია დაიბადო საქართველოში, რთულია იცხოვრო საქართველოში, რთულია მამაშენი მხედრიონელი იყოს, შენ კი ანარქისტ-სინდიკალისტი და წამითაც არ განაღვლებდეს მამაშენის მხედრიონელობა, მაგრამ იყო კაცი, სახელად აფოც, თურმანიძე გვარად, და მის გვარს მოიხმობდნენ ასევე თურმანის ძეთიც, გაურკვეველი მიზეზების და გამო. მას ყავდეს და ლენა, ჰიფსტერი და ერთობ მოყვარული დრაგების და ახალგაზრდა ხალხის გასართობი ელექტრონული მუსიკისა, და თავად აფოციც იყოს ამ მეტად სასიამოვნო საქმეში ჩართული. აფოც თურმანის ძე, მხედრიონია მათი სახელი, იტყვის კაცი წლების შემდეგ, პარალალელურ რეალობაში, სადაც ამ სიტყვების გამო შუა ქუჩაში კისერს გამოჭრიან, მავანნი იტყვიან მისი თავით ფეხბურთსაც ითამაშებენო, მაგრამ ეს სულ სხვანაირი ფეხბურთია, მოგეხსენებათ პარალელურ რეალობაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება, შეიძლება არა უკუღმართად, მაგრამ აშკარად სხვანაირად, არსებობს რეალობები, სადაც ფეხბურთს კაცის თავით თამაშობენ, მაგრამ არსებობს ახლანდელი რეალობა, აქ და ახლა, და არსებობს საქართველო და სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც უწოდებენ მესამე მსოფლიოსას, ანუ მივიწყებულს, მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის გაჩენილს, რადგან ათასში ერთხელ ჩავიდნენ და მესამე მსოფლიოს შვილებს საჩუქრები ჩაუტანონ, ზანგ ბაშვთან ფოტო გადაიღონ, რომელსაც დღეღეზე ალბათ შიმშილი მოკლავს, მაგრამ ახალ ფოტოს იღებს ჩვენს ჰლივუდის გმირთან. 

ზედმეტს გაყვა თქვენი მონა-მორჩილი, თქვენი ამბის მთხრობელი, ვამბობ, თქვენი, რადგან ეს ამბავი ყველას ეკუთვნის და ამ ამბის მოყოლა შეგიძლიათ ყველგან, ის იყდება ყველა აფთიაქსა და სუპერმარკეტებში და საერთოდაც შეგიძლიათ თქვენ თავზეც მიიწეროთ ავტორობა, ეგ არაფერი, მე ეგ არ გამიტყდება, მკითხველო. ვამბობ, თქვენი, რადგან თქვენც აქ ცხოვრობთ და თქვენც ამ ტექსტში ბუდობთ და თავს წამოყოფთ ხოლმე, მანამდე კი რა შუაში უნდა იყოს აფრიკაში ყოვლად კეთილი საქმისთის, ქველმოქმედებისთვის ჩასული ჰოლივუდის ვარსკვლავი და ჩვენი მთავარი გმირი აფოც, რომელსაც სახელი სწორედ მამამისმა შეარქვა, ამ სახელითვე მოკვდება შუა ქუჩაში ყელგამოჭრილი, რადგან, მოგეხსენბათ, ისტორია თავის თავს იმეორებს და ისტორია მეტად ირონიულიც არის ხოლმე და დამცინავი, მაგრამ სანამ მოკვდება, მან ეს, ბუნებრივია, არც იცის, ის ახლა ჭავჭავაძის გამზირზე მიაბიჯებს და თავის ამხანაგ-მეგობარ-ნაშასთან, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ნაშად აღარ მოიხსენიებს ამ სიტყვის პატრიარქალური წარმომავლობისდა გამო და ასევე მიხვდებოდით, რომ ეს თქვენი მონა-მორჩილის ოინბაზობა და ხელისწაცდენა იყო, რადგან მართლაც სულ ხელიდან წავედი ეს ბოლო დროა და მე სხვაგან დავაბიჯები და ჩემი ხელი კი სულ სხვაგან, ის მე დამეძებს, მე კი ჩემი ხელი რომელიღაც ნგავსაყრელზე დავტოვე და არც მივუბრუნდები. მაგრამ, მოდი შევეშვათ ჩემი ხელიდან წასვლის ამბავს, რადგან მასზე ცალკე რომანი დაიწერება და მივდიოთ აფოცს, შუა ჭავჭავაძეზე მიმავალს, რომელიც თვალს აპარებს თავისი ამხანაგ-მეგობარ-ნაშის გადაშლილ ქორფა მკერდს და ესაუბრება, ანარქო-სინდიკალიზმის ისტორიულ კონტექსტზე დღევანდელ სამყაროში და ესაუბრება ამ ქვეყნის ბედზე და წარსულზე. საქმე იმაშია, რომ მას სურს ამ მანდილოსნის შეცნობა ანუ გაჟიმვა, რომელიმე ქუჩის ბოლოში, ო, როგორ ხშირია მის ცხოვრებაში ქუჩა, და თან საბედისწერო, ხვდებით თქვენც? ქუჩაშივე აღესრულება მისი სიცოცხლე, მაგრამ ჯერ იქამდე დროა დარჩენილი, მისი თვალები გოგოს მკერდისკენ ხშრად იმზირებიან, გოგონა არ იმჩნევს, ეს არის წამიერი უხერხულობა, როცა მამრის მზერას გრძნობ და წამით ცდილობ ღილის შეკვრას და მამრიც ხვდება, რომ მისი მზერა იდენტიფიცირებულია, ანუ ამოიცნეს და უხერხული პაუზა წვება მათ შორის ფეხებგართხმული და ზეზე წამოდგომას არ აპირებს. მაგრამ საუბარს აგრძელებს აფოც, რომლებსაც მეგობარი ანტიფები, ანუ ანტიფაშისტები, მოიხსენიებენ როგორც ჯორჯს, ხუივოზნაეტ რატომ, ალბათ მის მიერ თავისი სახელის კომპლექსის გამო, საუბარს აგრძელებს, რადგან ცდილობს უხერხული პაუზა ადგილიდან მოაშოროს, წამოაყენოს და კინწისკვრით გააგდოს, მაგრამ ის რამდენიმე წამი მაინც, რჩება და რომ არა გადათხრილ ჭავჭავაძეზე თანადამგზავრებული გოგონას მიერ საუბრის გაგრძელება ალბათ ის იქვე დარჩებოდა და სამუდამოდ გააგრძელებდა კოტრიალს. 

საქმე იმაშია, ჩემო ძვირფასო მკითხველო, რომ გოგონა ივიწყებს წინანდელ უხერხულობას და ყვება აფოცს საუბარში. ისინი საუბრობენ ძალიან ჩქარა და მთელი ვნებით და ემოციებით, ისინი საუბრობენ ქალაქზე, სადაც ცხოვრობენ და ქალაქებზე სადაც იცხოვრებენ და ქვეყანაზე, საქართველოზე და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სასჯელი იყოს ღვთისგან, რომელიც შეიძლება არც არსებობდეს და როგორი უაზროა ისაუბრო ღვთის სასჯელზე, როცა მისი არსებობაზე მკაფიოდ ამბობ, არ მწამს, მაგრამ აფოც სხვა ყაიდის ბიჭია, და მისი თანამგზავრი გოგონაც სხვისაა და სულ სხადასხვა ხალხის მიერ გაკეთებულები არიან ახალგაზრდები, სხვადასხვა მამაკაცების და ქალებისგან, გოგონა მუშათა კლასის ოჯახის შვილი და ბიჭი – იარაღების შვილი და სისხლისღვრის შვილი, გოგონა – წამით ჩაფიქრებული თავის მშობლიურ პატარა ქალაქზე და ბიჭი – ჩაფიქრებული ნაციონალიზმის და ფაშისტური იდეების განვითარებაზე 80-90 იან წლებში. 

როგორი სევდიანი არის ხოლმე ეს ყველაფერი და ვეღარ ვხვდებით, მე ზოგჯერ მინდება რომელიმე ბნელ კუთხეში ჩამოვჯდე და ვიტირო მათზე, მე ხშირად მიპყრობს ასეთი სურვილი, რომელსაც ლირიულ გრძნობასაც უწოდებენ, მაგრამ უმალ როდესაც ვიწყებ ქვითინს თავს წამომადგება არსება უცნაური და მეუბნება, ნუღარ ტირიხარ, რამეთუ მორჩა დრო ტირილის და დადგა დრო მიმუტვლის, მიმუტვლის და პასუხისგების, მათი, ვინც ამ მიზეზია ამ ყველაფის, ვინებმაც გამოგვამწყვდიეს ჩვენივე უსასოობაში და მე ამ ხმის გამგონე ტირილს ვამთავრებ და კალამს ვიგდებ ხელთ, რათა დავწერო მათზე, თითქოს ერთმანეთს დაახლოვებულებზე, მაგრამ ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მყოფებზე, როგორი აბსურდულია ხოლმე ეს ყველაფერი, მაგრამ გზამ იცის თავისი საქმე, რადგან გზას ყველაზე მეტი უნახავს ამ ქვეყნად, არა იმ ახალ დაგებულ ასფალტს ან ახლად დაგებულ ფილებს არამედ გზას, რომელიც მათ მიღმაა, ჩვენს მიღმაა, და თან ახლოს, და მან იცის ყველაფერი და მან შეუძლია ყოველი დაფარულის გამოაშაკარავება და ერთხელაც ალბათ სწორედ გზამაც თქვა, არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს და გაიყო აფოცისასა და გოგონას გზები წამით, რადგან აფოცს უნდა აევლო ფალიაშვილი, რომ იქვე თავის სახლში მისულიყო და გოგონას კი ბაგების სტუდქალაქში ელოდებოდა თვრამეტ კვადრატიანი ბინა და მაშინ იყო წამი, გარდამტეხი, და სათავე ყოველი ცვლილების, რადგან გოგონას პირიდან ამოვიდა ისეთი უცნაური სიტყვათა წყობა, ისეთი საშინელი და თანაც გულუბრყვილო, რომ არ შეიძლებოდა ამ ყველაფერს აფოცის შიგნით დიდი ცვლილებები არ გამოეწვია, ეს იყო სიტყვათა შეთანმხება, რომლის მოსმენა ალბათ ბევრს გაახარებდა, ბევრს დაამწუხრებდა, მაგრამ აფოცისთვის ეს სულ სხვა გრძნობა იყო, როგორც წინათ თქვა თქვენმა  მონა-მორჩილმა, ეს იყო წამი გარდამტეხი და გთხოვთ რომ მენდოთ, რადგან მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო დროა ბევრი ბრალს მდებს ჩემი ცხოვრების არევასა და გაფუჭებაში, არის მომენტები, როცა ცოცხიც გაისვრის და მიმიღეთ ცოცხად, რომელიც ერთხელ მაინც გაისვრის და ეს ტყვია მოხვდება ალბათ პირველი იმას, ვისაც დიდი ცოდვაც აწევს მხრებზე და შორს რომ არ გავიჭრა, გოგონას ბაგები განიხუნა და მისი პირიდან ამოვიდა მსგავსი სიტყვათა შეთანხმება როგორიცაა: „ფეისბუქზე ვნახე მამაშენის ფოტო და მგონი, ძალიან გავხარ“. 

აქ უნდა გაისმას ხმა მსხვრევის, ხმა დიდ ბონგზე უროს შემორტყმის, ან ხმა სიჩუმის, საშინლად ხმაურიანი სიჩუმის, უნდა ითქვას, ჩემო მკითხველო, რომ გოგონას წარმოთქმულ ამ სიტყვებს თან ანტიკური ბედისწერის აჩრდილი დაყვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მონა-მორჩილი ეცადა მის განდევნას, ვეღარაფერი ჰყო მის წინააღმდეგ. 

ამ ყველაფრის შემდეგ კი ნაბიჯების ხმა გაისმა, ნერვულად გადადგმული ნაბიჯების ხმა, რომელსაც აფოცის საკმაოდ ძვირადღირებული ფეხსაცმლები გამოსცემდნენ. იმ ნაბიჯების, რომლიც აფოცს მიიყვანდა თავის სახლის კარამდე, მაგრამ, როგორც ვთქვი გზა ყველაფრის მნახველია.

 გზაა დედაა ჩვენი, ტყვია მამაჩვენი, ეს წყვილ წყვილი ცხედრები კი და და ძმაა ჩვენი, – იტყოდნენ ალბათ აცტეკების, მაიას და სხვა ინდიელთა ტომელები, კოლონიზატორებთან შეტაკებისას, მაგრამ ამას იტყოდნენ ჩვენი ქვეყნის შვილებიც და ო, როგორი ახლო ვართ ხოლმე ერთმანეთთან, დედამიწის სულ სხვადასხვა წერტილში მცხოვრებლები და როგორ ძაფით ვართ ერთმანეთთან გადაბმულები.

სწორედ გზა იშვილებს იმ გარდამტეხ მომენტს, როცა აფოცი ჩაფიქრდება თავის წინაპრებზე თავის უახლოეს წინაპრებზე და თავის წარმომავლობაზე და თავის ისტორიულ კონტექსტზე დღევანდელ სამყაროში და მამამისის ისტორიულ კონტექსტზე დღევანდელ და წარსულის საქართველოში და ჩაფიქრდება ის და დრო დიდი დასჭირდება საბოლოო წერტილამდე მისასვლელად, სადაც შუა ოთახში თავის სისხლში მწოლიარე მამას შეხედავს და მიხვდება ის ტყვია რომელიც მამამისს შუბლში აქვს შერჩენილი იმ კვამლადენილი იარაღიდან გაისროლა, რომელიც აკანკალებულ ხელში უჭირავს. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, იქამდე დროა დიდი და ბევრი ამბავიც მოსახდენი, რადგან როგორც ცნობილ ექსპერტს, ბოდისატვასა და ბეზპრიდელნიკ კახა ფანხულაიას უთქვამს და რომელზეც თქვენი მონა- მორჩილი, რომელიც ეს ბოლო დროა ფეხი აქვს ცუდად დაცურებული და ამაში სხვებიც ადანაშაულებენ, ხელს მოაწერს, იუ განა დუ, ვოთ იუ განა დუ. 

მაგრამ ნუღარ შეჩერდები, უსათნოესო მკითხველო, ვეჭვობ, ყველანი სათნონი იყოთ, მაგრამ მაინც და წერტილს ნუ დასვამ, რადგან როგორც თქმულ არს, არ არსებობს ამ ამბის ბოლო და არც შუბლში ტყვიის დაჭედებით მთარდება ეს ყველაფერი, და თუკი რამე დაფარული ვეღარ გაიგო გზას კითხე, იქნებ ერთხელაც ენა აიდგას და ყველა სიტყვა ვულკანივით დაიგროვოს და გადმოაფრქვიოს, ცხადია ეს იქნება მძიმე და სასტიკი, მაშინ კი ყველანი დავსხდებით და წერტილის დასმას დაველოდებით, მანამდე კი სხვა რაღა დაგვრჩენია, ასეა და სხვანაირად არც ძალგვიძს, უნდა ველოდოთ.

Кто ваша мама, ребята?

ვისაც ჯერ არ უგვრძნია გზა, ვისზეც ჯერ არ უთქვამთ, გზამ ჩაყლაპაო ან ვისაც წინაპრის სისხლი შიგნიდან წვავს და მისი და თავისი წინაპრების გზები ერთმანეთს ებმება, იყიალოს მთელი ცხოვრება უგზოდ, იაროს დაუსაბამოდ და ვერასდროს მიაღწიოს წერტილამდე, რომელსაც უწოდებენ ბოლოს, რომელიც, ყველამ კარგად იცის, ბოლო ვერასდროს ვერ იქნება, რადგან რასაც დაითქვამ ბოლოდ, რაზეც ყოველი სულიერი დასასრულად ჩაითქვამს, ის დასასრული ახალ გზას გამოისხამს და უმალ გაიწელება უკუნისამდე.